ქართველი ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც სქესის ნიშნით დააბულინგეს
პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადრესატები ქალი პოლიტიკოსები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ უწყებას სათავეში ქალები უდგანან, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, კაც პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალების ადგილი პარლამენტი არ არის.