როგორ უმასპინძლა ზურაბიშვილმა შტაინმაიერს - კადრები პირისპირ შეხვედრიდან
პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. ამის შემდეგ კი პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
მანამდე პრეზიდენტის სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ცნობისთვის, თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ ეწვია.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ჩამოფრინდა.