"მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები" - კახა კალაძე მამუკა ხაზარაძეზე და ანაკლიის პორტზე
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას მიესალმება.