loader

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელის თქმით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენელის თქმით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.

როგორც ნათია მიქიაშვილი განმარტავს, აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მუშაობას, შეეძლებათ.