"ეს არის პოლიტიკური დევნა" - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა
ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ანა დოლიძე აცხადებს, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს, ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები.
ანა დოლიძე აცხადებს, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს, ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები.