loader

წყლით დაფარული ქუჩები ბათუმში - რა ვითარებაა ქალაქში, სადაც დღეს შტორმიც არის მოსალოდნელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყლით დაფარული ქუჩები ბათუმში - რა ვითარებაა ქალაქში, სადაც დღეს შტორმიც არის მოსალოდნელი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლების სარდაფებიდან და მაღაზიებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორვა პუშკინისა და მახარაძის ქუჩებზე ასევე, ე.წ ჭაობის დასახლებაში რამდენიმე ქუჩაზე მოხდა.

როგორც შპს "ბათუმის წყალში" "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, უწყებაში 10-მდე შეტყობინება შევიდა, დახმარებას ითხოვდნენ, როგორც კომერციული ფართების, ასევე საცხოვრებელი სახლების მეპატრონეები. მათივე ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკა შესაბამის ქუჩებზეა მობილიზებული.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი.