loader

"აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა" - ექიმი 19 წლის ბიჭზე, რომელიც ყვარელში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა" - ექიმი 19 წლის ბიჭზე, რომელიც ყვარელში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს დაშავდა

ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული თავდაპირველად ყვარლის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის, ტელმან ხვედელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მას აღენიშნება ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა.

ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. "მერსედესის" მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მანქანაში მყოფი 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 - საავადმყოფოში მიყვანისთანავე.



ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოიყურება უმძიმესი ავარიის ადგილი ყვარელში, სადაც 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა