პირველი ფოტო და აქამდე უცნობი ინფორმაცია ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა
17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი". როგორც AMBEBI.GE-ს ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროების გამო დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.
ლევან აბაშიძე წერილში, რომელიც 2016 წლის 9 სექტემბრით არის დათარიღებული, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და წერს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სდევნიან.
ცენტრის ადვოკატმა AMBEBI.GE-ს წერილის ასლი და ლევან აბაშიძის ფოტო ექსკლუზიურად მიაწოდა.