loader

ვარდების რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარდების რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ

ძველი სისტემიდან გამოსვლის 8 წელიწადი. დღეს პრეზიდენტმა 8 წლიანი ისტორია პლეხანოვზე შეაფასა.

ის ამაყია, რომ ვარდების რევოლუციის მონაწილე იყო. 2003 წელი დღეს ვანო მერაბიშვილმაც გაიხსენა.

ვარდების რევოლუციიდან 8 წლის შემდეგ პრეზიდენტი მხოლოდ მიღწევებზე საუბრობს. პრეზიდენტის ეს ინტერვიუ რევოლუციიდან მალევე დოკუმენტური ფილმისთვის ჩაიწერა. მაშინ ის დეტალურად იხსენებდა თანამებრძოლებსაც.

რა შეიცვალა 8 წლის შემდეგ და რა არის რევოლუციის მთავარი მონაპოვარი – ამ შეკითხვებით ჩვენ პრეზიდენტის ყოფილ თანამებრძოლებს და ახლანდელ ოპონენტებს მივმართეთ.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

გიორგი თარგამაძე 2003 წელს ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 8 წლის შემდეგ ის პრეზიდენტის საპარლამენტო ოპოზიციაა და ამბობს, რომ მთავარიო მიღწევა ის იქნება, თუ ქვეყანა რევოლუციების გზით აღარ ივლის.

პრობლემები დემოკრატიაში – ეს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის მთავარი შენიშვნაა. თუმცა, ირაკლი ალასანია მაინც დარწმუნებულია, რომ 8 წლის შემდეგ ქვეყანა უკეთესია.

არჩევნების შედეგების გაყალბების გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა. მიტინგები 23 ნოემბრამდე გრძელდებოდა. შევარდნაძე გადადგა და ქვეყნის სათავეში ახალი ძალა - ნაციონალური მოძრაობა მოვიდა. ეს მოვლენა უახლეს ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა.

ეს არის ფრაგმენტი მე-9 კლასის ისტორიის წიგნიდან. ვარდების რევოლუცია ისტორიისთვის ფაქტია. ისტორიის წიგნში მომიტინგეების პარლამენტში შესვლის დეტალი გამოტოვებულია.