loader

მძაფრი კადრები პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან: პოლიციამ მოკლა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ლონდონის ხიდზე ხალხს თავს ესხმოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძაფრი კადრები პირდაპირ შემთხვევის ადგილიდან: პოლიციამ მოკლა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ლონდონის ხიდზე ხალხს თავს ესხმოდა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ Sky news პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ხიდზე, დანით შეიარაღებული უცნობი პირი ხალხს თავს ესხმოდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდაცია განახორციელა.

მანამდე ინტერნეტში განთავსდა ფოტო, რომელშიც ჩანს სატვირთო ავტომანქანა, რომელმაც ხიდზე სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეაჩერა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ადამიანების სრული ევაკუაცია განახორციელა.

ადგილზე ასევე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.