"თქვენი ლოცვის შედეგი მინდა იხილოთ საკუთარი თვალებით" - რა ვიდეოს აქვეყნებს პატარა ანიტას დედა
პატარა ანიტას ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელში გვერდი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება გოგონას შესახებ ინფორმაციას ეცნობა და თანადგომას გამოხატავს. გვერდზე "ანიტასთვის" გოგონას ოჯახის წევრები ხშირად აქვეყნებენ ვიდეოებსაც. "თქვენი ლოცვის შედეგი მინდა იხილოთ საკუთარი თვალებით. სიმღერის ნიჭი რომ არ გვაქვს ვიცით, მაზოლზე ფეხს ნუ დაგვაჭერთ", - წერს მარიკო სადრაძე "ფეისბუქზე".
"ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან.
ბავშვი ავსტრიაში იმყოფება, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. უსახსრობის გამო ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება არ შეიძლება.
თბილისის მერია 2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. უწყების ინფორმაციით, შესაბამის სამსახურებს დავალება უშუალოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მისცა. ახლა მერია კალკულაციას და საბუთების გადმოგზავნას ელოდება.
ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
„თიბისი“ ბანკი - GE38TB7855945064300017;
„საქართველოს ბანკი“ - GE28BG0000000100761966 - მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)."