“ბოშ-სიმენსის” ჯგუფი საქართველოში მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას გეგმავს
“ბოშ-სიმენსის” ჯგუფი საქართველოში მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს სასტუმრო “რედისონში” BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნორბერტ კლაინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაში კომპანია BSH და მისი ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში ”ელიტ ელექტრონიქსის” ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრის ნორბერტ კლაინის განცხადებით, მათი კომპანია საქართველოში საბაზრო პოზიციების გამყარებას გეგმავს. ამ მიზნით იგეგმება ბაზრის ახალი კონცეფციის განვითარება და საქართველოში ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიების რიცხვი 18-დან 30-მდე გაიზრდება. დღეისთვის საქართველოში აღნიშნული კომპანიის 18 მაღაზია არსებობს.
მისივე თქმით, კომპანია მსოფლიოში ცნობილია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომლებიც ნაკლებ ელექტროენერგიას, წყალსა და სარეცხ საშუალებებს ისაჭიროებენ.
BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ყაზბეგის გამზირზე ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიაში გაიმართება ”ბოშის”-ს და ”სიმენსი”-ს შოურუმის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ორივე ბრენდის ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ტექნიკა.