loader

არჩილ თალაკვაძეს პროტესტის ნიშნად, მისივე ლექსები მიუტანეს - რა ხდება "ბილტმორთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ თალაკვაძეს პროტესტის ნიშნად, მისივე ლექსები მიუტანეს - რა ხდება "ბილტმორთან"

სასტუმრო "ბილტმორის" წინ, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალე" აქცია-პერფორმანსს მართავს. მათ ადგილზე მიიტანეს სპეციალური საარჩევნო ყუთი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

"ჩვენ აქ მოვედით დიპლომატებს რომ გავაგონოთ, რომ ჩვენ გვყავს გადამგდები ხელისუფლება. სწორედ ამიტომ მოვიტანეთ საარჩევნო ყუთი, რომელზეც გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იძებნება და არის არჩევნების ქურდი. ასევე, გამოსახულია ხმის მიცემის პროცედურა. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორ დიპლომატებს, რომ მოახდინონ ზეწოლა და ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს დაპირება, მოგვცეს პროპორციული არჩევნები,"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "შეცვალეს" წევრმა ნიკა ფარულავამ.

აქცია- პერფორმანსის მიმდინარეობისას, საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა უმრავლესოის დეპუტატი სოფო კილაძე. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის პროპორციული არჩევნების მომხრეა.