თანამშრომლების რეაქციები, როდესაც კომპანიამ თითოეულ მათგანს 50 000-დოლარიანი ბონუსები გამოუყო
ამერიკაში, მერილენდის შტატში, უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ საახალწლოდ თანამშრომლების ბონუსებისთვის 10 მილიონი დოლარი გამოჰყო. ბონუსებს კომპანიაში დასაქმებულ 198 ადამიანს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ თანამშრომლებმა წინასაშობაოდ გამართულ გრანდიოზულ წვეულებაზე შეიტყვეს.