loader

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, 14 დეკემბერს TEDxTbilisi 2019 გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, 14 დეკემბერს TEDxTbilisi 2019 გაიმართება

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი TEDxTbilisi 2019-ს უმასპინძლებს. 2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება. სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასაუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ღონისძიება 14 დეკემბერს, 11:00–16:30-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებენ. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის "ფეისბუქ" ან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე, 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით: