loader

უმძიმესი კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე თბილისის ცენტრში - "რას აკეთებ?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე თბილისის ცენტრში - "რას აკეთებ?"

"კურიერმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად. არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი.

კადრში ჩანს, როგორ იჭერს ერთ-ერთი მამაკაცი მოზარდს ხელით, მეორე კი მას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს.

კადრები 15 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონთან" არის გადაღებული. სავარაუდოდ, მოძალადე "რედისონის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ასევე, კადრში ჩანს მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაგან ერთ-ერთის იდენტიფიცირება "კურიერმა" შეძლო.

"კურიერი" ერთ-ერთ მათგანს გაესაუბრა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. მერიის თანამშრომელი ირწმუნება, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს და კითხვაზე პასუხი "რედისონის" დაცვამ უნდა გასცეს.

სასტუმრო "რედისონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ილია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკადრებში მოხვედრილი პირები "რედისონის" დაცვის წევრები არ არიან.

გამოძიება არასრულწლოვანზე ჯგუფური თავდასხმის მუხლით არის დაწყებული.