loader

კადრებში ჩანს, როგორ ვარდება თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინული თვითმფრინავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ ვარდება თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინული თვითმფრინავი

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც, მათი თქმით, ჩანს, როგორ ეჯახება რაკეტა თეირანის ერთ-ერთი გარეუბნის თავზე უკრაინულ თვითმფრინავს.

CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს კადრების ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა შენობები, რომლებიც ჩანს, ნამდვილად თეირანის იმ გარეუბანშია, რომელთანაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ირანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობენ ამერიკელი, კანადელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნებიც. კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინული ხომალდი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.