loader

სად გაქრა თავისუფლება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად გაქრა თავისუფლება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ?

ირანი ხშირად ყოფილა დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. მეოცე საუკუნეში ირანმა 3 მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა - 1905-11 წლების საკონსტიტუციო ცვლილებები, ნავთობის წარმოების ნაციონალიზება 1951-53 წლებში და ისლამური რევოლუცია, რომელიც 1978-79 წლებით თარიღდება. თითოეული მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ყველა კორუფციასთან, ავტოკრატიასთან და უწესრიგობასთანაა დაკავშირებული.

ირანის 1906 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტს გააჩნდა ერთგვარი ბერკეტი, გავლენა მოეხდინა შაჰის გადაწყვეტილებებზე. ამასთანავე, ირანელ ხალხს მეტ შესაძლებლობებს აძლევდა, ჩართულნი ყოფილიყვნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ირანის რევოლუციის შემდეგ დაამხეს ქვეყნის უკანასკნელი შაჰი, რეზა ფეჰლევი. ავტორიტარული მონარქია თეოკრატიით ჩანაცვლდა, ირანი კი აშშ-ის მოკავშირეობიდან მტრად გადაიქცა.

დღეისათვის ირანს ერთდროულად მართავს როგორც სასულიერო ლიდერი, აგრეთვე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.