ბაკურიანში უკანონო დაერთებების გამო საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანის წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინა. დაერთებები აღმოჩენილია იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ავზის შევსება. შესაბამისად, საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას.
უკანონო დაერთებების მონტაჟი ადგილზევე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს მაგისტრალიდან.
უკანონო დაერთებების მონტაჟი ადგილზევე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს მაგისტრალიდან.