loader

რა გაუკეთა ბებიამ შვილიშვილს, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ბებიამ საფრთხე მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაინახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გაუკეთა ბებიამ შვილიშვილს, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ბებიამ საფრთხე მხოლოდ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაინახა


ჩინეთში გამვლელებმა გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩაუშვა ბებიამ შვილიშვილი თოკით მეხუთე სართულიდან მეოთხეზე, მისი კატის დასახმარებლად.

მეხუთე სართულიდან გადმოკიდებულ, თოკზე მობმულ ბავშვს ევალებოდა, სართულებს შორის გაჭედილი კატა ჩანთაში ჩაესვა და სახლში ამოეყვანა.

მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, ბებია გააკრიტიკეს, თუმცა ქალი ამტკიცებდა, რომ მის შვილიშვილს არაფერი მოსვლია. ბიჭის მშობლები მეზობელ ქალაქში მუშაობენ და ამიტომაც 7 წლის ჰაო ჰაო ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება.

ბებიას თქმით, ის ვერ ხვდებოდა, რომ მის შვილიშვილს საფრთხე ემუქრებოდა აივნიდან თოკით ჩაშვებისას, თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ მან გაიაზრა, რამდენად სახიფათო იყო ამგვარი ქმედება.