loader

"მარტიდან ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარტიდან ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტიდან თბილისის მერია დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიას მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს და 2020 წელს ორი ძირითადი მიმართულება იქნება, რასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. კალაძის განმარტებით, პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მეორე პრიორიტეტი არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.