რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - რის გასაპროტესტებლად გამოვიდა ხალხი?
"ახალგაზრდა მწვანეებისა" და საზოგადოება "ბათუმის" ინიციატივით, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
მათ მიაჩნიათ, რომ სანაპიროზე კორპუსების მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს და იგი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს.
მათ მიაჩნიათ, რომ სანაპიროზე კორპუსების მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს და იგი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს.