ბათუმში ტაძარი გაქურდეს და თაფლი მოიპარეს
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ტაძრის ეზოში მდებარე სასანთლის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც სასანთლეში შეაღწიეს. წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი. ეკლესიის მღვდელმსახურის ინფორმაციით, მძარცველები ტაძარში არ შესულან, მხოლოდ სასანთლე გაქურდეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.