loader

როგორ აშენდა 9 დღეში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საავადმყოფო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აშენდა 9 დღეში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საავადმყოფო

უხანის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულდა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, საავადმყოფოს პაციენტების მიღება უკვე შეუძლია, იქამდე კი ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 304-მდე, ხოლო დაინფიცირებულთა 14 570-მდე გაიზარდა. ეპიდემიის გამო დღემდე ჩინეთის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-მდე ავიარეისი გაუქმდა.