loader

"საკეისრო გაუკეთდა მაშინ, როცა ბავშვის გულისცემა მინიმუმზე იყო და აზრი აღარ ჰქონდა" - რას ჰყვებიან 24 წლის მშობიარე ქალის ახლობლები ახალშობილის დაღუპვის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკეისრო გაუკეთდა მაშინ, როცა ბავშვის გულისცემა მინიმუმზე იყო და აზრი აღარ ჰქონდა" - რას ჰყვებიან 24 წლის მშობიარე ქალის ახლობლები ახალშობილის დაღუპვის შესახებ

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი "ევექსის" ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც "პალიტრანიუსს" მშობიარე ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განუცხადა, მოსკოვის გამზირზე მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს, რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთას საჭიროებდა, თუმცა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ გაეკეთბინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი სწორედ ამ დროს, ანუ დაბადებამდე დაიღუპა.