ბარათაშვილის ხიდზე მანქანა ამოტრიალდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
ბარათაშვილის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ბორდიურზე შევარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანა არ ფიგურირებს.
შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.