"ძალიან იშვიათია იდგე იმ ადგილას, სადაც მართლაც მართალნი განისვენებენ" - სალომე ზურაბიშვილმა კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტი, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.