რა მდგომარეობაშია მილანის რეისით ქუთაისში ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება
მილანის რეისით ქუთაისში ჩამოფრენილი 20 წლის გოგო ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. ექიმ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამ დროისთვის ტემპერატურა 37,2 უფიქსირდება. ექიმი ვარაუდობს, რომ გოგონას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს, თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია.