loader

ბოლო ინფორმაცია ინფექციურიდან: დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, ერთს ტემპერატურა უფიქსირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო ინფორმაცია ინფექციურიდან: დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ცხრა პაციენტიდან ხუთს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაწერეს. მათგან ორი ირანის, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი ოთხ პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.