loader

90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში 30 ათასამდე გოგონა "გაქრა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში 30 ათასამდე გოგონა "გაქრა"

სელექციური აბორტი, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, სქესის პრენატალური შერჩევა - ეს ბევრისთვის უცნობი ტერმინები ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი პრობლემის განმსაზღვრელია.

საქართველოში ჯერ კიდევ ხშირია ნაყოფის უარყოფა მისი სქესის გამო. ასეთი ჩარევა ხდება ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭებით, რა დროსაც გოგონები არ იბადებიან. კვლევების მიხედვით, 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში 30 ათასამდე გოგო არ დაიბადა. ეს გამქრალი გოგონები არიან, სქესის გამო უგულებელყოფილნი.