სამხრეთ კორეის იმ რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, რომელსაც კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას უკავშირებენ, ბოდიშის ნიშნად ხალხს მუხლებზე დაუჩოქა
სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის ლიდერმა ლი მე ჰიმ პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა და ქვეყნის მოსახლეობას პატიება სთხოვა. როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას სწორედ აღნიშნულ რელიგიურ ჯგუფს უკავშირებენ, რადგანაც მათ ინფიცირებულთა ვინაობა დამალეს და შესაბამის უწყებებთან არ ითანამშრომლეს.