"კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება ფილტვების ანთება" - ბოლო ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს 21 პაციენტის ანალიზების პასუხი მიიღეს, რომელთა შედეგებიც უარყოფითია. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ლაბორატორიიდან კიდევ 8-9 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება და კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება ორმხრივი ფილტვების ანთება, თუმცა, მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.