"ვრცელდება ყალბი, სასირცხვილო და უნამუსო განცხადებები... ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა" - ქართველი ემიგრანტის მწვავე ვიდეომიმართვა ჩრდილოეთ იტალიიდან
ემიგრანტი ირმა კაპანაძე, რომელიც მე-12 წელია ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს, ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელშიც სხვა ემიგრანტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელსა და ყალბს უწოდებს. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს იტალიაში ლეგალურად ან არალეგალურად მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაზე უარს ეუბნებიან.