რა უნდა გავითვალისწინოთ, იზოლაციის გამო ფსიქიკურად რომ არ გავტყდეთ - სასარგებლო ინფორმაცია ყველასთვის, ვისაც სახლში ან კარანტინში უწევს ყოფნა
თვითიზოლაცია მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სიკეთეებზე უარის თქმას, სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ამას თავის სტრესფაქტორებიც ახლავს: ინფექციის შიში, შემდგომი საზოგადოებრივი სტიგმატიზება, კომუნიკაციის მუდმივი ნაკლებობა, მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანი და ძლიერი განცდა მაინც არის ის, რომ თითიზოლაციით ან უბრალოდ სახლში დარჩენით, სხვებისთვის მოგაქვს პირდაპირი სარგებელი. იმის განცდა, რომ ადამიანებს სხვისი დახმარება შეუძლიათ, ამცირებს თვითიზოლაციის ნეგატიურ ეფექტებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.