loader

"კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები დამეწყო, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ხველა" - თვითიზოლაციაში მყოფი ბორის ჯონსონის მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები დამეწყო, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ხველა" - თვითიზოლაციაში მყოფი ბორის ჯონსონის მიმართვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი "დაუნინგ სთრითზე" იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია. "ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს", - დაწერა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსი უელსის პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა.