ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა - საგანგებო ბრიფინგი შსს-ში
ბოლო 24 საათში საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა,- ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანობაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტია გამოვლენილი.