loader

"ცხადდება სრული კარანტინი" - გახარიამ საქართველოში კომენდანტის საათი გამოაცხადა და დააკონკრეტა, რა აეკრძალებათ მოქალაქეებს 21:00-დან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხადდება სრული კარანტინი" - გახარიამ საქართველოში კომენდანტის საათი გამოაცხადა და დააკონკრეტა, რა აეკრძალებათ მოქალაქეებს 21:00-დან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

"საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი", - განაცხადა გახარიამ.