"უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური" - რა გეგმა აქვს მთავრობას?
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.