"ერთი კვირის წინ ხათუნას დაუმძიმდა მდგომარეობა, შეტევებიც ჰქონდა, თუმცა 2-3 დღეა წამოდგა" - ზურა ხაჩიძე მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ფორტუნა პლუსის" გადაცემა "ვიზიტორის" ონლაინსტუმარია ზურა ხაჩიძე, რომელიც მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა. მომღერალმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო რუბრიკაში რადიოს მსმენელს უამბო მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.