loader

"ეს ის ძაღლია, მე-12 სართულიდან რომ გადმოაგდეს...პატრონი ენატრება" - რა ვიდეოს ავრცელებს თამაზ ელიზბარაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ის ძაღლია, მე-12 სართულიდან რომ გადმოაგდეს...პატრონი ენატრება" - რა ვიდეოს ავრცელებს თამაზ ელიზბარაშვილი

"ბორჯომელ ძაღლს, რომელიც მე-12 სართულიდან გადმოაგდო ახალგაზრდა კაცმა დღეს მე-2 ოპერაცია გავუკეთეთ . ძაღლი ორსულად იყო და ძირს დაცემისას ყველა ლეკვი დაეხოცა მუცელში. პირველი ოპერაციის დროს 8 მკვდარი ლეკვი და საშვილოსნო ამოვუღეთ. ხოლო დღეს 11 აპრილს მენჯის დამსხვრეული ძვალი რკინის ღეროზე ააწყო ექიმმა ალიკა ქანაშვილმა კლინიკა "აიბო"-ში. ერთ თვეში მენჯის ძვალი შეხორდრბა და კლინიკა "აიბო"-ში მინი ოპერაციით რკინის ღეროს ამოუღებენ . ექიმის რეკომენდაციით ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ანუ 30 დღე) , რომელიც ძალიან მარტივია მხოლოდ ბეტადინით და ქლორგექსიდინის ხსნარით დამუშავებას ითვალისწინებს , უმჯობესია რომ ძაღლმა გაიაროს საკუთარ სახლში პატრონთან. ეს საჭიროა იმისთვის ,რომ ძაღლი არ დაისტრესოს უცხო გარემოში ,არ ჩავარდეს დეპრესიაში ,რაც აუცილებლად ლეტალური შედეგით დამთავრდება.
მე , თამაზ ელიზბარაშვილი ველაპარაკე ძაღლის პატრონს . ავუხსენი დეტალურად ყველაფერი , ვუთხარი რომ ძაღლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახლში პატრონთან ყოფნა . ერთი თვის შემდეგ თბილისში ჩამოყვანაშიც დავეხმარებოდი .ამოვუღებდით რკინის ღეროს და ისევ ჩვენი ხარჯით გავაგზავნიდით ბორჯომში . მაგრამ პატრონმა ამაზე უარი თქვა. შესაბამისად მე პასუხისმგებლობას ვიხსნი , იმ შემთხვევაში თუ ძაღლი ჩავარდა დეპრესიაში მე მას ვეღარ ვუშველი. მოკვდება და ყველაფერი ის რაც მე , რა თქმა უნდა თქვენი დახმარებით კეთილო ადამიანებო, გავაკეთე წყალში ჩაიყრება.
ეს ვიდეო , რომელიც დღეს 11 აპრილს საღამოს 8 საათზეა გადაღებული მინდა ნახოს პატრონმა და დაფიქრდეს. იქნებ შეიცვალოს აზრი და მიიღოს ძაღლი სახლში .
--------------------------------------------------------------------------------------
თავშესაფარმა რომ განაგრძოს მუშაობა, მას თქვენი დახმარება სჭირდება.
თქვენ მიერ გაღებული 1 ლარიც კი ჩვენთვის ძვირფასია.
The shelter needs your support to continue its activities. Even 1 Lari is important for us. The bank details are below
ჩვენი ანგარიშის რეკვიზიტებია ლარში :
მიმღები ბანკი : სს ,,საქართველოს ბანკი"
ბანკის კოდი : BAGAGE22
მიმღების დასახელება:ელიზბარაშვილი თამაზ
მიმღების ანგარიშის ნომერი : GE83BG0000000574178400" - წერს ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.