loader

#აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძე და "ბიბლუსი" წიგნის ჩუქების დღის ტრადიციას აგრძელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

#აჩუქეწიგნი - გიორგი კეკელიძე და "ბიბლუსი" წიგნის ჩუქების დღის ტრადიციას აგრძელებენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, წიგნის ჩუქების დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

მისი თქმით, აქციაში ჩართვის თითოეულ მსურველს თავის facebook გვერდზე შეუძლია მონიშნოს მეგობარი, დადოს სასაჩუქრედ გამზადებული წიგნის ფოტო სლოგანით #აჩუქეწიგნი, წიგნი კი პანდემიის დასრულების შემდეგ გადაეცემა ადრესატს.

ცნობისთვის, ერთი წლის წინ, 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა. იდეის ინიციატორები არიან: გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკა, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და „ანაგრამა“.

#აჩუქეწიგნი #23აპრილი #წიგნისდღე