"რატომ ასეთი მბრძანებლური ტონით?.. შენ მოხვედი ჩემს სახლში" - სისხლიანი დაპირისპირება ყინწვისში, რას ამბობენ მამები ეპარქიაში
ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღი ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.