ვირტუალური რიტუალები, ქველმოქმედება და მეჩეთის ნაცვლად სახლებში შეკრებილი მუსლიმები - რა შეზღუდვებს უწესებს COVID-19 ისლამის მიმდევრებს
მუსლიმების მარხვის თვე იწყება, თუმცა ისლამის მიმდევრებს ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული ზომების გათვალისწინებაც მოუწევთ: ოჯახები, მეჩეთები და მთავრობები რამადანის ონლაინაღნიშვნისთვის უნდა მოემზადონ.
მუსლიმები მარხვასთან დაკავშირებული რიტუალების შესრულებას ვირტუალურად გეგმავენ. ბრიტანეთის მუსლიმური საბჭოს სპიკერმა ზეინაბ გულამალიმ "ევრონიუსთან" საუბრისას შეაქო ორგანიზაციები გამოწვევის მიღებისთვის და კარანტინის პირობებში, რამადანის პროცესებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართვისთვის.