როგორ ართობს დედა სამ ტყუპს კარანტინში, სანამ მამა ავღანეთშია - ვიდეო რამდენიმე საათში გაჰიტდა
9 თვის სანდრო, მათე და გაბრიელი ტყუპი ძმები არიან. მათ 5 წლის და, ანამარია, ჰყავთ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამ, ისინი მთელ დროს სახლში ატარებენ. როგორც ბავშვების დედა, მაია ჯიშკარიანი გვიამბობს, ეს მარტივი არ არის, თუმცა კარანტინის პირობებში მაინც ახერხებს ბავშვების გახალისებას. ის გვიყვება, რა სირთულეებს აწყდება და როგორ ცდილობს მათ გადაჭრას:
"სენაკში ვცხოვრობთ, სამხედრო ბაზის დროებით საცხოვრებელ ბინაში - ჩემი მეუღლე სამხედრო მოსამსახურეა. კარანტინი ჩემთვის უცხო არ იყო, 8 თვეა ამ რეჟიმით ვცხოვრობ. მეუღლე ავღანეთშია და ჩემს ოთხ შვილთან ერთად, მაქსიმალურად მხიარულად ვატარებდი დროს... მაგრამ ერთ საღამოს ტყუპის გადაყვანა მომიწია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში - ფილტვების მსუბუქი ანთება ჰქონდათ. უფროსი გოგონა სამეგრელოში, ჩემს სოფელში, დედაჩემს დავუტოვე. მე კი ტყუპთან ერთად, შეზღუდვების და ბავშვების ავადმყოფობის გამო იმერეთში ჩავრჩი. გოგონა ვერ ჩამოვიყვანე და ძალიან მენატრება. ერთი სული მაქვს, როდის ჩავიკრავ გულში. ორი კვირაა არ მინახავს, ესაა ჩემი ძალიან დიდი სირთულე, სხვას ყველაფერს ვუმკლავდები".
წყარო: "მშობლები"