loader

"თუ ეს ასეა, მაშინ... იმედის მომცემია" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი, რომელმაც საზოგადოება გაახარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ეს ასეა, მაშინ... იმედის მომცემია" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი, რომელმაც საზოგადოება გაახარა

ექსპერიმენტულ პრეპარატს „რემდესივირს“ გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი აღმოაჩნდა. მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს.

ამის შესახებ აშშ-ს ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რემდესივირი“ კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

ფაქტს საქართველოში ცნობილი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება და წერს:

„დოქტორმა ფაუჩიმ რამდენიმე წუთის წინ, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ტრამპი და მთლიანად მსოფლიო ჩააყენა საქმის კურსში, რომ „რემდესივირი“ მუშაობს და იმედის მომცემია წინასწარი შედეგები…

თუ ეს ასეა, დღევანდელი დღე კორონაპანდემიის დასრულების დღედ უნდა გამოვაცხადოთ“, – წერს კულუმბეგოვი.