ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულია - ცნობილია, რა პერიოდში შემსუბუქდება ზომები თბილისსა და რუსთავში
ხვალიდან, 5 მაისიდან, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.
"რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა თბილისშიც და რუსთავშიც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს", - განაცხადა გახარიამ.