loader

100 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის დასახმარებლად 31 მილიონი შეაგროვა - განსაკუთრებული ამბები, რომლებიც ეპიდემიისას გამოგვრჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის დასახმარებლად 31 მილიონი შეაგროვა - განსაკუთრებული ამბები, რომლებიც ეპიდემიისას გამოგვრჩა

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიაზე ფიქრით იმდენად ვართ შეპყრობილები, რომ კოვიდ19-ის კვალდაკვალ მომხდარი ამბები ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა გვრჩება. ნათქვამია, რომ შიშისა და გაურკვევლობის დროს, შესაძლოა, ადამიანური ბუნების საუკეთესო მხარეები გამოჩნდეს. ამის დასამტკიცებლად გთავაზობთ რამდენიმე პოზიტიურ ამბავს, რომელიც პანდემიის გამო გამოგვრჩა.