ქუთაისში, მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შვილი დააკავეს - ცნობილია დამატებითი გარემოებებიც
პოლიციამ, მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.