რაზე დაგვაფიქრა სახლიდან მუშაობამ და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს შრომის ბაზრის დეცენტრალიზება რეგიონების გაძლიერებისთვის
კოვიდ-19-მა მსოფლიოში დისტანციურად მუშაობის აუცილებლობა შექმნა. საქართველოშიც, შეძლებისდაგვარად, კომპანიებმა მოახერხეს ახალ რეალობასთან ადაპტირება. ამ პერიოდში ბევრი დასაქმებული დაბრუნდა რეგიონებშიც. მართალია, დროის მცირე მონაკვეთში რთულია ისაუბრო იმ შედეგებსა და სიკეთეებზე, რაც მათმა დაბრუნებამ გამოიწვია, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს პროცესი რეგიონებისთვის შეიძლება საკმაოდ მომგებიანად იქცეს.
პანდემიის პირობებში რეგიონების ქალაქებში ან დასახლებებში დაბრუნებული ადამიანები წარმატებით აგრძელებენ დისტანციურად მუშობას. ამას ხელი შეუწყო ტექნოლოგიებმა, კომუნიკაციის ახალი საშუალებების გამოყენებამ და ამ ყველაფერმა ერთად შრომის ბაზრის დეცენტრალიზაციის ახალი შესაძლებლობები ნათლად გამოაჩინა.
ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ცენტრალური ოფისებიდან დიდი მანძილის დაშორებით იმყოფებიან, წარმატებულად ასრულებენ ვალდებულებებს.