loader

ჯენიფერ ლოპესი ტალანტებს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯენიფერ ლოპესი ტალანტებს ეძებს

ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი პერუში იმყოფებოდა. ვარსკვლავი ქალაქ ლიმას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა. ჯენი თავისი შოუსთვის Qviva! ტალანტებს ეძებს. მან შოუს ერთერთ მონაწილეს ფეხბურთიც გაეთამაშა და თავად ბურთის თითზე დაიტრიალება სცადა.

42 წლის მომღერლის ჩაცმულობამ ყველა ამერიკული ტაბლოიდი აალაპარაკა. ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას მოკლე ყვითრელი კაბა და მაღალქუსლიანი კრემისფერი ფეხსაცმელი ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ეს შოუ ჯენისა და მისი ყოფილი მეუღლის, მარკ ენტონის ერთობლივი პროექტია. სწორედ ამიტომ ლოპესი ცდილობს ყოველთვის ფორმში იყოს, როდესაც საქმე ტალანტ-შოუს ეხება.